Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება 

                                                                                                                                    
№ 08/29 - 01

27.05.2025
ქ.თბილისი

 

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და  მეცნიერ-ხელმძღვანელების დამტკიცების შესახებ       

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემები და მეცნიერ-ხელმძღვანელები:
1.1. ბექა ბაიაშვილი  - „ცირკულარული ეკონომიკის ბიზნესმოდელების დანერგვის გამოწვევები და დაძლევის გზები საქართველოში“ 
მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ინეზა  გაგნიძე
1.2. ირაკლი  არჩვაძე - ,,ფულადი  ტრანსაქციების  როლი  საქართველოს  ეკონომიკური  ზრდასა  და  სახელმწიფო  ბიუჯეტის  ფორმირებაში” მეცნიერ-ხელმძღვანელი:   ასოცირებული პროფესორი მიხეილ  ჩიკვილაძე
1.3. თეიმურაზ  კალანდია - ,,საგადასასახადო  შეღავათების  გავლენა  საქართველოში  ბიზნესის   განვითარებაზე” მეცნიერ-ხელმძღვანელი:   ასოცირებული პროფესორი  ავთანდილ  ჩუთლაშვილი
1.4.ნიკოლოზ კაპანაძე - ,,კაპიტალის ბაზრის ფუნქციონირების თავისებურებანი და განვითარების პერსპექტივები საქართველოში” მეცნიერ-ხელმძღვანელი:   ასოცირებული პროფესორი ლეილა  ღუდუშაური
1.5. ანა ვარამაშვილი  - „საქართველოში ბავშვების საფუძვლიანი სწავლებისა და ფუნქციონირების უნარების ეკონომიკურ-სტატისტიკური კვლევა“ მეცნიერ-ხელმძღვანელები: პროფესორი სიმონ გელაშვილი,  ეკონომიკის დოქტორი გიორგი მიქელაძე
1.6. უჩა ჯავახიძე - „საქართველოში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდებისა და მოხმარების სტატისტიკური კვლევა“  მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნინო აბესაძე
1.7. გიორგი კვირიკაშვილი - „საქართველოში ოჯახური ძალადობის გამომწვევი ეკონომიკური და სოციალური ფაქტორების სტატისტიკური კვლევა“მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნინო აბესაძე

2. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


ფაკულტეტის დეკანი          პროფესორი                  გიორგი ღაღანიძე